საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2019 წლის ნოემბრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიწყო ახალი პროექტი  „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI), N609736 – EPP – 1-2019-GE-EPPKA2-CBHE-JP (2019-1938/ 001-001) .   პროექტი ხორციელდება ერაზმუს + პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში. საპროექტო განაცხადი მოამზადა შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრმა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აქტიური მონაწილეობით და მხარდაჭერით. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი კურსების მომზადება, რომელიც მომავალ პედაგოგებს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის მოამზადებს. ასევე, დაგეგმილია სპეციალური მასწავლებლებისთვის სასერთიფიკატო პროგრამის მომზადება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სასწავლო კურსები მომვალი მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლება; ინტელექტუალური და ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება; აუტიზმის, ქცევისა და ემოციური სფეროს დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება; ინკლუზიური განათლების ფილოსოფია, პრინციპები, ადვოკატირება და ბავშვთა უფლებები.

 პროექტის ერთ–ერთი პარტნიორია საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტში ასევე ჩართულია ოთხი უცხოური უნივერსიტეტი (Palacky University Olomouc (Czech Republic), Philipps-Universität Marburg, UMR (Germany), University of Warsaw, UW (Poland)  &  Transilvania University of Brașov UTBv (Romania), სამი ქართული უნივერსიტეტი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნუვერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)  და სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (განათელბის განვითარებისა და დასაქმების ცენტრი,  მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის და „მარიანი“).